რამდენიმე მედიასაშუალების საიტზე ცოტა ხნის წინ კიბერშეტევა განხორციელდა.
კიბერშეტევა “ალიაზე” დაიწყო ქუჩებში ჟურნალისტების ცემის პარალელურად, სწორედ მაშინ, როდესაც დავიწყეთ ნაცემი ადამიანების, ნაცემი ჟურნალისტების ფოტოების და ვიდეოების გაშუქება.
გაითიშა “ალიას”, publika.ge-ის, on.ge-ისა და ტვ პირველის ვებ-გვერდები.
ამ დროისთვის საიტები, მათ შორის “ალიაც”, ჩართულია, თუმცა, შეფერხებით გვიწევს მუშაობა!
ამ დროისათვის, რამდენიმე მედია ჟურნალისტებს უკან იწვევს და ამბობენ, რომ ამით დაიცავენ ჟურნალისტების სიცოცხლეს.
სამწუხაროდ, ამ დროისათვის, ჯერ კიდევ არ არის დაცული აქტივისტების და მოქალაქეების სიცოცხლე.
კომენტარები