“ვისოლ ჯგუფის” სარესტორნო ქსელი – “დანკინი” და “ვენდისი” საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან. საკვებ ობიექტთან გამოკრულია წარწერა, რომ 15:00 – 18:00 საათამდე მოქალაქეებს არ მოემსახურებიან.
გაფიცვას არ შეუერთდა ჭყონიას მაკდონალდსი. როგორც ,,ალიას” მკითხველის მიერ მოწოდებული ფოტოებით (რომელიც გადაღებულია 16.38 წუთზე) გარკვევით ჩანს, იმ დროს, როდესაც დოლიძეზე ვენდი-დანკინი დაკეტილია, გზის მეორე მხარეს, სპორტის სასახლესთან ,,მაკდონალდსი” შეკვეთებს გასცემს.
როგორც კი ჭყონიას კომენტარს მოვიპოვებთ, მასალა განახლდება.
განახლება
ამ სტატიის შემდეგ, საყოველთაო გაფიცვიდან, დაახლოებით ორ საათში, ,,მაკდონალდსის” თანამშრომლებიც გაიფიცნენ და პლაკატებით ქუჩაში გამოვიდნენ.
ცოტა ხნის წინ ნადიმ ხმალაძეც მიმართავდა მომუშავე ,,მაკდონალდს” გაკვირვებით და წერდა – ,,მაკდონალდსი ვერ გევიგე”
კომენტარები