ფხენიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინის მდგომარეობა გაუარესდა. ეს ტყუილია“, – აცხადებს სააგენტოს წყარო. ამას ადასტურებენ აგრეთვე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.
კომენტარები