წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იაკობი “ტვ პირველთან” გიორგი გახარიას“კრიზისმეიქერს უწოდებს და ამბობს:
“ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი გიდასტურებთ, ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.
ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ?! თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?!
ამათი შეცდომა იყო, რომ პიარი გაუკეთეს, კრიზისმენეჯერიაო ამბობდნენ – კრიზისმეიქერია და არა კრიზის მენეჯერი”
კომენტარები