ადვოკატი, მიშა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რატომ გვჩვევია ხშირად გურჯებს, ერთგული მეგობრების და თანამებრძოლების, გაყიდვა, “გადაგდება” და მიტოვება ბრძოლის ველზე?
უფლება რომ მქონდეს ყველა ე/წ დღევანდელ პოლიტიკოსს, პარტიის, ბლოკების და გაერთიანების ლიდერებს და წევრებს სიცრუის დეტექტორს ჩავუტარებდი, სადაც უდავოდ დადგინდებოდა, რომ “სადაც სიტყვა ერთხელ თქმული მაინც ტყდება, იქ ხალხისთვის არაფერი არასოდეს შესრულდება” აქ გამოჩნდება ნამდვილი მტერი და “ვაი მოყვარე”.
ამ სტანდარტებით კიდევ ბევრ რამეს შევაფასებთ მე და ჩემი გარემოცვა 31 ოქტომბრამდე, სამართლიანი არჩევანის გასაკეთებლად და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ ვიტყვი თუ ვის აღარ უნდა ვენდოთ, სად იწყება და არ სრულდება ფლიდობა, ორპირობა და მლიქვნელობა, რომელსაც არც ასაკი და არც სქესი არ გააჩნია.”
კომენტარები