skynews ავრცელებს ინფორმაციას, rom ფლორიდის შტატში ქარიშხალ “იანის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 10 000 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება, თუმცა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბევრი მათგანი თავშესაფრებში ან ელექტროენერგიის გარეშეა.
სტიქიამ შტატში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ასევე დაანგრია ელექტროგადამცემი ხაზები, 30 000-ზე მეტ ადამიანს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
“იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები