
,,ფონდ ქართუ”-ს მორიგი საეჭვო გარიგება. ივანიშვილი უკრაინაში სანქცირებულ, კარტოგრაფების საქმის ,,გმირ”, რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელთან წყვეტს ფორმალურ თანამშრომლობას ერთ-ერთ პროექტში.

2022 წლის 23 აგვისტოს დავით ხიდაშელის კუთვნილმა კომპანიამ შპს ,,სულაჟერის” 35% წილი საკუთრებაში გადასცა ,,ფონდ ქართუ”-ს, რომელსაც კომპანიის კაპიტალში უნდა შეეტანა თანხა თითქოს ანტივირუსული პრეპარატის წარმოების დაფინანსების მიზნით (
https://rustavi2.ge/ka/news/239772).

1 წელზე მეტი გავიდა და 17 ოქტომბერს ,,ფონდმა ქართუ”-მ თავისი წილი შპს ,,სულაჟერში” საკუთრებაში გადასცა ალექსანდრე თავართქილაძეს.

რეალურად არსებობდა თუ არა თავიდანვე რაიმე პრეპარატის შექმნის მიზანი, რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ,,ფონდმა ქართუ”-მ, რატო აიღო ხელი ამ ,,მნიშვნელოვან” მიზანზე ფონდმა (თავის ექსპერტებს დაევალათ ამ პროექტის მნოშვნელობაზე თავის დადება, იხ. კომენატარები), ხომ არ იყო ეს თვალთმაქცური გარიგება ივანიშვილსა და ხიდაშელს შორის და რეალურად რას მოხმარდა ამ კომპანიაში ჩადებული ფული….?!

კიდევ ერთხელ, რატომ ჩნდება ეს კითხვები?! ისევ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), აფინანსებდეს არასაქველმოქმედო პროექტებს და მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არასაქველმოქმედო მიზნებისთვის.
კომენტარები