ფოტო – ფორმულა
“ფორმულას” ინფორმაციით, თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც.
იმავე დღეს, მოგვიანებით, თავდასხმა მოხდა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზეც, ზუგდიდში.
სიმბოლურია რომ 18 მარტს, როცა ორი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებზე მოხდა სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა საათებში თავდასხმა, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში ბრძანდებოდა და ამტკიცებდა, რომ დანაშაულმა იკლა.
“მთავარის” გადამღებ ჯგუფს “ალტ ინფოს” ოფისთან თავს დაესხნენ – ზუგდიდი
კომენტარები