ამერიკული ფილმების სტუდიამ Universal Pictures-მა 12 მარტს დააანონსა, რომ ფორსაჟის გამოსვლის თარიღი დაახლოებით 1 წლით გადაიწევს, რაც კორონავირუსის გავრცელებითაა განპირობებული. ფილმის გამოსვლა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო, – ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times ავრცელებს.
ფორსაჟის ახალი ნაწილი ქართველი მაყურებლისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე სცენა საქართველოშია გადაღებული და გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ფილმის ბოლო 15 წუთი მოქმედება საქართველოში განვითარდება.
ფორსაჟმა ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე ფანებს მიმართა და ყველას მადლობა გადაუხადა იმ ინტერესისთვის, რომლითაც ისინი ახალ ნაწილს ელოდებიან.
კომენტარები