საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“თინათინ სარიშვილი 9 აპრილს შეწირული ოცდამეორე გმირია. ფოთელი გოგონა იმ ღამეს მოიწამლა ამოუცნობი გაზით, რომელიც ცრემლსადენ გაზთან, CS-თან და CN-თან ერთად სსრკ-ს შინაგანი ჯარების და რეგულარული არმიის ჯარიკაცებმა გამოიყენეს. თინათინი ერთი წლის თავზე, 1990 წელს გარდაიცვალა მოწამვლის შედეგებით, რომელსაც ექიმებმა ვერაფერი მოუხერხეს. საუკუნო ხსოვნა!”
კომენტარები