დღეს ფოთის ბაზარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ბაზრის ტერიტორიაზე მყოფ გიგი უგულავას და მის თანმხლებ პირებს მიმართა:
“ჩამოვიდა მოღალატეთა პარტია. აი, კორუმპირებული, მილიონების მომპარავი “ექს-მერი”, ლევან თარხნიშვილი, ცესკო-ს უმთავრესი გამყალბებელი. ვინ გამოგყვებათ? ერთი “მარშუტკა” არ გამოგყვებათ აქედან. “, – ამბობს მოქალაქე უგულავას მისამართით .
მეტრონომი.
კომენტარები