“მთავარი არხის” ინფორმაციით, ფოთში მერიის პიარის სამსახურის თანამშრომელს ხე დაეცა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფოტოებს იღებდა, რათა აღებეჭდა, რომ დასუფთავების სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება უამინდობის გამო გამოწვეულ პრობლემებს დროულად აგვარებენ და გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
ფოტოგადაღების დროს, ხე წაიქცა და ის ტოტებს შორის მოყვა, მერიის თანამშრომელს ხელი აქვს მოტეხილი და მენჯ-ბარძაყის ძვალი დაიზიანებული, სავარაუდოდ, მოტეხილი. მერიის დაშავებული თანამშრომელი ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, ქუთაისში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის კომენტარს არც საავადმყოფოში და არც ფოთის მერიაში არ აკეთებენ.
კომენტარები