ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6-ბალიანი შტორმია.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
დღეს ღამის საათებში გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ, 15 მ/წმ დაქროლვით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი იქნება. ხვალ, იქროლებს დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. შტორმი 5 ბალი, ზღვის ტალღის სიმაღლე – 260-300 სმ. მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპეტატურა დღისით +0-1 გრადუსი, ღამით -1 -3 გრადუსი.10 თებევალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარები