ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დათო ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“უკვე ზუსტად ვიცით ის ადგილი, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს 33 წლის ზაზა გახელაძე და შემდეგ უკვე გაიტაცეს.
ეს გახლავთ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. ახმაჯის ველები, რომლის ჯიპიეს კოორდინატსაც აქვე გთავაზობთ.
ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და დაახლოებით 500-600 მეტრით (საჰაერო მანძილი) შემოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომში გაიტაცეს ზაზა გახელაძე.
რას გააკეთებს მთავრობა?
როგორ იმოქმედებს საზოგადოება-გაერთიანდება და იბრძოლებს ზაზა გახელაძისთვის ისე, როგორც ეს ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში გააკეთა თუ ფეხებზე დაიკიდებს და საერთოდ არ შეიმჩნევს, როგორც ეს გენადი ბესტაევის შემთხვევაში მოხდა?
ზაზა გახელაძის შემთხვევა გაცილებით რთულია – ოკუპანტებმა მას უკვე დააბრალეს ოკუპაციის ხაზის კვეთა და ოკუპანტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გახელაძეს მხოლოდ გამოსასყიდის გადახდით ვერ გავათავისუფლებთ..
ხელისუფლება ამასობაში შეეცდება გააჩუმოს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები.. მუქარით, თავზე ხელის გადასმით თუ კიდევ რამე სხვა მეთოდით, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შედეგს..
ბესტაევის და მრავალ სხვათა შემთხვევები დასტურად გვაქვს..”
კომენტარები