დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუზეუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“არ ვიცი, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორის მატრაკვეცობაა, თუ გერასიმე შარაშენიძის მაიმუნობა, ფაქტია, ღვთისმშობლის კვართს ზედ დაადგეს ილია მეორის დიდი “ხატი” და მრევლი მის წინ იყრის მუხლს და ლოცულობს. რა გაგიხდათ თქვე უპატრონოებო ღვთისმშობლის ხატის აღმართვა კვართის მაღლა?!
დაგრისხოთ მკრეხელობისათვის ღვთისმშობელმა. ტფუი! იმიტომაა, რომ დიდი ხანია ვამბობ, ილია მეორის კულტმა დაიკავა ღმერთის ადგილი, ის სტალინის კულტის გაგრძელებაა.~
ვინც არ იცის, ამ მაგიდა-ვიტრინაშია ღვთისმშობლის კვართი დაკეცილი.
P.S. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ამდენი საუკუნის მატერიის ასე ფანჯრის გვერდით, მზის დასხივების ქვეშ ყოფნა წარმოუდგენელი დანაშაულია და ანტისამუზეუმო ქმედებაა და საფრთხეს უქმნის არტეფაქტს – წმინდა რელიკვიას”
კომენტარები