მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა:
“დღევანდელმა ჩვენმა პატრულირებამ არაერთი “სიურპრიზი” მოგვიტანა.
ერთ-ერთი ასეთი “სიურპრიზი” სოფელ ტახტისძირში აღმოვაჩინეთ.
ალბათ, ბევრს გახსოვთ სოფელი ტახტისძირი, სადაც ოკუპანტებმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 30 ჰექტარი(300 000 კვმ) სახნავ-სათესი მიწა მიითვისეს.
ამ ფოტოზე, რომელიც ჩვენ გადავიღეთ 21.04.21 თქვენ ხედავთ მავთულხლართების 2 რიგს. წინა რიგში მხოლოდ დაინსტალირებული ბოძების ხილვა შეგიძლიათ.
დღეს კი ამ “წინა პლანის ბოძებზე” უკვე მავთულხლართებია.
როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს მავთულხლართი ბოლო თვენახევრის განმავლობაში გაჩნდა.
სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ბედავს ბორდერიზაციაზე ხმამაღლა საუბარს….
ხელისუფლება? ხელისუფლება ყველაფერს მალავს, მოსახლეობას აშინებს და აიძულებს ჩუმად ყოფნას, ჩვენზე კი დადიან,,ათას სიბინძურეს ლაპარაკობენ და ქუჩის ჭორიკნებივით ჩვენს გაშავებას ცდილობენ….”
კომენტარები