პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა:
“ვიდრე ქართული დიპლომატია “ლარგო”-ს სტილში მუშაობს, აზერბაიჯანული დიპლომატია “აპასიონატა”-ს რეჟიმში ფუნქციონირებს და ახალ საერთაშორისო პროექტებს ჩვენს ნაცვლადაც იზიდავს.
ახლახანს შედგა შეთახმება, ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე, კერძოდ, მდინარე ასტარაჩაიზე 100 მეტრიანი და 4-ზოლიანი ახალი ხიდი აშენდეს, რომელიც ირანული ტვირთების აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ ტრანსპორტირებას და პირიქით უზრუნველყოფს. ეს უდაოდ მნიშვნელოვანი იქნება ქართული პორტებისთვის, რომელთა სიმძლავრეები სანახევროდაც არ არის დატვირთული. სავარაუდოდ, იგივე ხიდი სამხრეთ-ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტსაც მოემსახურება.
ირანის და ევროკავშირის ვაჭრობა დაახლოებით 5 მლრდ. ევროს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ორივე მიმართულებით დაახლოებით 5 მლნ ტონა ტვირთი მოძრაობს. აღნიშნული სატრანსპორტო დერეფანი შესაძლოა ინდოეთისთვის და პაკისტანისთვის მიმზიდველი გახდეს, რომელთაც ევროპასთან 62 და 11 მილიარდი ევროს ვაჭრობა აქვთ. სახმელეთო მარშრუტი ინდოეთი-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო მინიმუმ ორჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ბომბეიდან ან ბანდერ-აბასიდან საზღვაო გადაზიდვა ევროპისკენ. წელიწადში 80 მილიონი ტონა ტვირთის პოტენციალის თუნდაც 20%-ის ათვისება საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც პორტების და ლოგისტიკის სერიოზულ განვითარებას გამოიწვევს. ეს კი ნიშნავს დასაქმებას, გადასახადებს, სინერგიას, მულტიპლიკაციურ ეფექტს და რაც მთავარია, მეტ უსაფრთხოებას.
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამყვან ქართულ მედიაში ჯერჯერობით არ არის. ქართულ “მეინსტრიმს” სხვა პრიორიტეტები აქვს.”
კომენტარები