ფოტოს და ინფორმაციას სააგენტო qartli.ge ავრცელებს
თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი გუშინ გორში იმ ადგილას მივიდნენ, სადაც მერობის კანდიდატი წარადგინეს.
ხელთუბანში მცხოვრები თორნიკე მერებაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა. მისი დედა და მამა ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
გამოძიება, ოჯახის წევრების თქმით, სხვა მიმართულებით წავიდა.
აღნიშნულ ფაქტზე, პოლიციამ დააკავა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ამბობდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს გზაზე მაშინ დაეჯახა, როდესაც ის მიწაზე უგონოდ იწვა.
ამიტომ, ოჯახი ვარაუდობს, რომ თორნიკე გზაზე დაჭრილი დააგდეს, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა.
კომენტარები