‘ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1996 წელს დაწესდა და გაეროს გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება, ის ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს, თანამედროვე განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ რომ ტოლერანტობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ჯგუფის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ და თანაცხოვრება შევძლოთ.
ამ დღის აღსანიშნავად წალენჯიხის ქალთა საბჭოს რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ხატვის წრის პედაგოგის მარინე კვარაცხელიას მხარდაჭერითა და ძალისხმევით, ამავე სახლის დარბაზში ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
წალენჯიხის ქალთა საბჭო მადლობას უხდის მხატვარ ქ-ნ მარინე კვარაცხელიას და მის მოსწავლეებს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის!
კომენტარები