„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2020 წლის გათამაშების რუსეთის წინააღმდეგ დასკვნითი ტურის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართეს. დაპირისპირება შვიდ თებერვალს, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება. ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ვარჯიშს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება კორონავირუსის გამო ორჯერ გადაიდო და მის შედეგს „ბორჯღალოსნებისთვის“ სატურნირო თვალსაზრისით აზრი არ აქვს, რადგან საქართველოს უკვე განაღდებული აქვს პირველი ადგილი. თუმცა რუსეთის ნაკრებს მოგების გარდა, ბონუს ქულის მოპოვების მოტივაციაც აქვს, რადგან რუმინეთის ბელგიასთან დაპირისპირების შედეგიდან გამომდინარე არსებობს თეორიული შანსი, რომ „დათვები“ წლევანდელ სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებენ.
რაც შეეხება 2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ – დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პირველი ტური 6/7 მარტს ჩაატაროს, ხოლო გათამაშების გარკვეული ნაწილი კი „მსოფლიო რაგბის“ ივლისის ტესტ ფანჯრის დროს გამართოს.
კომენტარები