საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ყველგან, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია, პირბადე ვატაროთ. ძალიან გთხოვთ, მედია დაგვეხმაროს ამაში, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია. უკვე დამტკიცებულია, როდესაც თუ ორ ადამიანს უკეთია პირბადე და მათ შორის ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი 1%-ზე დაბალია. დღეს პირბადე არის მძლავრი იარაღი კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში.
პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით – თუ ამ წესებს დავიცავთ, შევაკავებთ ინფექციას და არ მივცემთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაზრდის საშუალებას “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, კოვიდინფექციით საქართველში უკვე 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბატონო ამირან, მედია გეხმარებით, მაგრამ თქვენ არ ეხმარებით მედიას – ხან რომელი ექიმი გამოჩნდებით ხალხში პირბადის გარეშე, ხან რომელი. პოლიტიკოსები არ გეხმარებიან ასევე, თუ “ქართული ოცნების” შეხვედრაა, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პარკში შეიძლება უამრავი ადამიანის პირბადის გარეშე მისვლა, დისტანციის გარეშე ერთად დგომა, საერთო სურათები. იგივე ვნახეთ, მთაწმინდის პარკში, გახარიასთან გადაღებულ ფოტოებში, ვნახეთ ბათუმის ინფექციური კლინიკის თანამშრომლების ფოტო პირბადის გარეშე, ვნახეთ თქვენი, ბატონი იმნაძის და არაერთი თანამშრომლის ერთობლივი ფოტო პირბადის და დისტანციის გარეშე, ვნახეთ დენდროლოგიური პარკის რიგში მდგარი ათასობით ადამიანი პირბადის და დისტანციის გარეშე – უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია.
ასე რომ, ეს თქვენ უნდა დაგვეხმარეთ, ბატონო ამირან, ორმაგის სტანდარტის გარეშე და პირადი მაგალითით!
ამ ფოტოების და უამრავი აზრსმოკლებული, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადების შემდეგ, აღდგომის ღამის შემდეგ, საერთოდ რომ გისმენთ ხალხი, მადლობა უნდა უთხრათ, მით უფრო, რომ ნდობის თავიდან მოპოვება არც კი გიცდიათ და ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას აგრძელებთ ჩინოვნიკებიცა და ექიმებიც.
ალია
კომენტარები