ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“გაიცანით:
ფოტოზე მარცხნივ გიული ალასანიაა და მარჯვნივ ხელოვნების მუზეუმის მმართველის მოადგილე 2017 წლიდან, მარიამ (მარინა) გველესიანი.
ბატონ ბიძინაზე გული, რომ ერევა, ფერწერული ხატებისა და მინიატურების ფონდის ხელმძღვანელი ნანა ბურჭულაძეა, რომელიც ამავდროულად შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების კურატორია.
მომდევნო ფოტოზეც ნანა ბურჭულაძეა, რომლის ხელმარჯვნივ ნინო ჩიხლაძე ჩანს, პლაკატით ხელში – ნინო ჩიხლაძე მონუმენტური მხატვრობის ფონდის ხელმძღვანელი და ამავდროულად უფროსი კურატორი გახლავთ.
თვალი წითელი ლენტით, რომ აქვს აკრული, ეს ბატონი იულონ გაგოშიძეა, მის მეუღლესთან ნათელა ქუთელიასთან ერთად – ისინი ეროვნული მუზეუმიი კონსულტანტები არიან. მათი შვილებიც, შვილიშვილებიც და შვილიშვილების მეუღლეებიც ეროვნულ მუზეუმში არიან გაფორმებულებ-დასაქმებულები – ზოგი კონსულტანტად, ზოგი შტატში და ზოგიც ამერიკაში, სასწავლებლად გაშვებული
ჭიქას რომ უჭახუნებს, ეგ ირაკლი ღვალაძეა; მას სააკაშვილის მთავრობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა ეკავა და ამჟამად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა.
ფოტოზე ღვალაძის გვერდით ეკა კიკნაძეა; ლორთქიფანიძემ 2017-დან გააფორმა ხელოვნების მუზეუმისა და გალერეის მმართველად; მანამდე კიკნაძე გალერეის იმ ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც გაიქურდა…
ორ მამაკაცთან ერთად თავშლებით ქალბატონები, რომ დგანან, აი, მაგ ფოტოზე მარცხნიდან პირველია დარეჯან კაჭარავა, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე; ამავე ფოტოზე მარცხნიდან მესამეა გიული ალასანია და მის გვერდით მარიამ (მარინა) გველესიანი, ხელოვნების მუზეუმის მმართველის მოადგილე.
აქ რომ დგანან და სხვაგვარად რომ არ შეუძლიათ, ესენიც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები არიან (სხვებთან ერთად).
სამჯერ გავმრავლდებითო, – ამის იმედი, რომ აქვს და დასავლეთისგან სანქციებს, რომ ელოდება, ესეც დავით ლორთქიფანიძის გარემოცვის წევრი – მაია პატარიძეა. ბოლო ფოტოც დაუვიწყარია, ბოლნისის მუზეუმში გადაღებული
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი”
შეგახსენებთ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები კულტურის სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა. წულუკიანის გადაწყვეტილებით, მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციაზე აღმოჩნდა.
კულტურის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მინისტრ წულუკიანის მმართველობის პირობებში საქართველოს ეროვნული იდენტობის ნიმუში საფრთხის ქვეშ არის.
ოპოზიცია ამბობს, რომ მინისტრი პოლიტიკური ნიშნით ირჩევს თანამშრომლებს.
კომენტარები