ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა “ეკვილიბრიუმი” დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია და გახელაძის შვილებს ბიბლიოთეკა მოუწყო.
გიორგი კეკელიძე აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“დღეს ქვემო ჭალაში ჩავედით – ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს, გათავისუფლება მივულოცეთ.კიდევ – ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.
ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან.
დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას.
#ეკვილიბრიუმი#გურულიდღიურებისფონდი#გიორგიკეკელიძე#giorgikekelidze“
კომენტარები