უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, სოციალურ ქსელში გიული ალასანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა კიევში ჩავიდა.
“ჩვენ უკვე შევხვდით უკრაინის ომბუდსმენს – ლუდმილა დენისოვას და უკრაინის იუსტიციის მინისტრს – დენის მალიუსკას. პირველ რიგში, გიული ალასანიას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იყოს და როგორც უკრაინის მოქალაქე, დაბრუნდეს უკრაინაში, რადგან მას საქართველოში კლავენ. ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილი უკვე 34 დღეა შიმშილობს. დღეს უკრაინის ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. დრო იწურება. შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს ყოველ წამს…“ – წერს იასკო.
კომენტარები