pagesix.com-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დონალდის 39 წლის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ ფლორიდაში, Indian Creek Island-ზე 30-მილიონ დოლარად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც სასახლის აშენებას და სწორედ იქ ცხოვრებას გეგმავენ.
ეს არის კუნძული, რომელსაც “მილიონრების ბუნკერს” უწოდებენ, რადგანაც ამ ადგილას მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ივანკა ტრამპი დაკავებულია ცხოვრების სამომავლო გეგმებით და მან არაერთი უძრავი ქონება ნახა მაიამიში, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და მდიდრულ კუნძულზე შეაჩერა.
კუნძულს ჰყავს საკუთარი 13-კაციანი პოლიცია და იქ განთავსებულია 34 საცხოვრებელი რეზიდენცია. მედიის ცნობით, ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა ის ადგილი იყიდეს, რომელიც ხულიო იგლესიასს ეკუთვნოდა. ქონების ზუსტი ფასი 31,8 მილიონი დოლარია, წლის განმავლობაში კი მათ გადასახადების სახით 472 764 დოლარის გადახდა მოუწევთ.
იქ მოხვედრის შესაძლებლობა სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აქვს.კუნძულზე მოხვედრა ავტომობილითაც არის შესაძლებელი, ხმელეთს ის ულამაზესი ხიდით უკავშირდება.
ამ კუნძულის ამჟამინდელ და ყოფილ მაცხოვრებლებს შორის არიან ხულიო იგლესიასი, მილიარდერი კარლ იკანი, ნორმან ბრემანი, ადრიანა ლიმა, მილიონერი ჯეფ სოფერი, რიკი მარტინი.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები