საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. კადრებში ასახულია ის პროცედურები, რაც ჩამოსულმა მგზავრმა საზღვრის გადმოკვეთისას უნდა გაიაროს. მათ შორის, ხელების დეზინფექცია, ტემპერატურის გაზომვა. პროცესის განმავლობაში აუცილებელია, მგზავრს პირბადე ეკეთოს.
ამ ეტაპზე საქართველოში ჩარტერული და ე.წ. სოციალური რეისები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით. მგზავრები ჩამოსვლის შემდეგ 2-კვირიან კარანტინში გადაყავთ. 13 ივლისიდან თბილისიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა რეისები აღდგება მაშინ, როცა ავიაკომპანიებთან კონსულტაციები დასრულდება.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ჩამოვიდა ე.წ. არამწვანე ქვეყნიდან, კარანტინი არ გაიარა დ პირბადის გარეშეც მივიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, სადაც სხვა მინისტრებიც, ასევე პირბადის გარეშე დახვდნენ.
კომენტარები