გასული წლის 18 ივლისს, სვანეთში, ლენჯერში სტუმრად ჩამოსული 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დღეს, 21 აგვისტოს 35 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ილიას ეძებენ.ერთადერთი ბრიფინგი შსს-მ 5 აგვისტოს მოაწყო.
რა ხდება ილიას გაუჩინარებიდან 35-ე დღეს, რა სიახლე გვაქვს, რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება, რა ვიცით ახალი? – ამაზე წერილის ბოლოს გიპასუხებთ, მანამდე კი გვინდა ილია ფილფანის ფოტოები შემოგთავაზოთ, 13 წლის ბიჭის სულ რამდენიმე ფოტო გავრცელდა, ჩვენ გვინდა, ყველა ფოტო, რომელიც მოვიპოვეთ გაჩვენოთ, ახალდაბადებულის, სკოლაში მიმავალის, ცხოველების და ბუნების მოყვარული ბიჭის…
როგორც გვიყვებიან, ჭადრაკის თამაში უყვარს კიდევ ძალიან მამასთან – ჭადრაკის თამაშის ამსახველი ფოტო არ გვაქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ როცა ვიპოვნით, ჭადრაკის თამაშის დროსაც გადაიღებს ფოტოებს.
ილია ფილფანი:
ილიას დედას, ქსენია ფილფანს სოციალურ ქსელში ეკითხებიან, რატომ არის ასეთი სიჩუმე მედიაში – “ყველა ჩუმადაა და მედია მათ შორის, რამე გაირკვა? ვკითხულობ ქართულ საიტებზე და სრული სიჩუმეა”
ქსენია პასუხობს, რომ “ძებნა გრძელდება” – ეს კითხვა-პასუხი დაახლოებით 7 დღის წინაა დაწერილი.
როგორც “ალიას” ოჯახის ახლობელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ილიას დედ-მამა ყველგან ეძებს შვილს, ხან ქუთაისში ჩადიან, ხან ბათუმში, მეტროებში აკრავენ ფლაერებს, გამვლელებს ეკითხებიან…
შსს-ს ერთადერთი ბრიფინგი ჰქონდა 13 წლის ბიჭის გაუჩინარების თემაზე – როგორც შსს-მ თავად გვაცნობა, საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა, ბრიფინგზე, საგამოძიებო ღონისიებებზე სიტყვაც არ თქმულა, მხოლოდ სამაშველო ღონისძიებებზე ისაუბრეს.
რა მუხლითაა აღძრული საქმე ვიცით, მაგრამ რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და ემთხვევა თუ არა აღძრული მუხლი საგამოძიებო სამუშაოებს, ეს უცნობია.
რას ამბობს შსს? – არაფერს.
რა ვიცით ახალი 35 დღის წინ დაკარგულ, 13 წლის ილია ფილფანზე? – ამ კითხვაზე შეგვიძლია ერთი სიტყვით გიპასუხოთ:
დუმს შსს! დუმს პროკურატურა!
არც ერთი განცხადება 5 აგვისტოს მერე!
არც ერთი განცხადება საგამოძიებო მოქმედებებზე!
მხოლოდ სამაშველო სამუშაოებზე გვიამბეს, ისიც ერთხელ!
პარალელურად, მესტია და ზუსტად ის ლენჯერი, საიდანაც ილია გაუჩინარდა კორონავირუსის გამო ჩაიკეტა! შესაბამისად, ოჯახის ახლობლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს აღარ აქვთ ინფორმაცია გრძელდება თუ არა ბიჭის ძიება და სად გრძელდება.
ამასობაში, ილია ფილფანის ბაბუა წლების წლის სახლიდან გავიდა და დაიკარგა, თურმე, დღემდე არავინ იცის, რა მოუვიდა.
ბედი არ გინდა? სავსეა დენდროლოგიური პარკი, ხალხი რიგებში დგას, კილომეტრიანი რიგებია და მაინც და მაინც ლენჯერში გავრცელდა ვირუსი! ლენჯერში კი თბილისიდან ჩაიტანეს ვირუსი, მაგრამ თბილისიდან ვინც ჩაიტანა, თბილისში ვერ მოასწრო ვინმესთვის გადაედო და მაინც და მაინც ლენჯერში გავრცელდა ვირუსი და ჩაიკეტა ლენჯერი და მესტია.
დღეს მესტიის და ლენჯერის გარდა სვანეთში სხვაგან ყველგან მოიხსნა შეზღუდვა -“იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გადაადგილდება მუნიციპალიტეტის ზედა ზონიდან ქვედა ზონის მიმართულებით, ან საპირისპიროდ, მესტიისა და ლენჯერის ტერიტორიაზე, მისი გატარება მოხდება მხოლოდ პოლიციის მეთვალყურეობით, პუნქტიდან პუნქტამდე გაცილებით.”
და კიდევ ერთხელ დედის მიმართვა შვილს, რომელიც 26 ივლისაა ჩაწერილი:
ალია
კომენტარები