რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა. მას შემდეგ არცერთი ახალი წელი არ გადის ამ ფილმის ყურების გარეშე. თითქოს, საახალწლო დღეები „ბედის ირონიასთან“ ასოცირდება…
საინტერესოა როგორ გამოიყურებიან ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები. მათ ფოტოებს რუსული მედია აქვეყნებს.
? ანდრეი მიაგკოვი
ფილმის რეჟისორი არასდროს მალავდა, რომ ანდრეი მიაგკოვი, რომელიც ტრავმატოლოგ ჟენია ლუკაშინის როლს ასრულებდა, მისი რჩეული იყო… ის წიგნებს წერს და დეტექტიური ჟანრი იტაცებს…
? ბარბარა ბრილსკა
ის პოლონეთის თეატრისა და კინოს მსახიობი გახლავთ. ბარბარა არასდროს მალავდა, რომ სწორედ ნადენკას როლის შესრულების შემდგე გახდა პოპულარული. საბჭოთა ქალების უმრავლესობა ბარბარას ბაძავდა. ელდარ ალექსანდროვიჩის კომედიის გამოსვლის შემდეგ მოდური გახდა თმის ვარცხნილობა, ქუდი, ღია ყავისფერი კაბა. ეს ახალი ეპოქის დასაწყისი იყო…
? იური იაკოვლევი
ის და ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი კარგი მეგობრები იყვნენ. იპოლიტის როლმა იურის დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა. ფილმის პრემიერის შემდეგ არ წყდებოდა ქალების ვნებათა ღელვა, ავტოგრაფები…
? ოლგა ნაუმენკო
ჟენია ლუკაშინის სავარაუდო გატაცება, მსახიობმა ოლგა ნაუმენკომ შეასრულა. თუმცა, ამ როლის შემდეგ კამერის წინ დიდხანს აღარ ყოფილა…. მან მალევე დაასრულა კარიერა…
? ლეა ახეჟაკოვა
ეს მსახიობი ყველა საბჭოთა მაყურებელს უყვარდა. მსახიობის ნიჭიერებაზე ბევრი საუბრობდა. მის მიერ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლებიც კი შეიყვარა მაყურებელმა…
კომენტარები