2020 წლის 7 აგვისტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგდოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ზურაბ მირიანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატის ფინალი მაგიდის ჩოგბურთში.
რაც თავისთავად მისასალმებელია.
მოქალაქეები უკვე მერამდენე დღეა კითხულობენ სოც ქსელში, რატომ შეიძლება დახურულ სივრცეში ზოგს ეკეთოს პირბადე და ზოგს – არა? რომელი რეგულაციით ხდება გამორჩევა და ვინ აწარმოებს დაყოფას ადამიანების? ვისთვის არის ვირუსი საშიში და ვისთვის არა?
ფოტოებს დაავადებთა კონტროლის ცენტრი თავად ავრცელებს, სადაც ზოგ ფოტოზე უკეთიათ პირბადე, ზოგზე არა, ზოგს უკეთია პირბადე და ზოგს არა.
დღეს, როცა 17 ინფიცირებულის გამო სვანეთის ნაწილი ჩაიკეტა, პაატა იმნაძემ, განაცხადა, რომ რასაც გვეუბნებოდა ის მოხდა და აი, ესაა შედეგი! არ დავუჯერეთ ბატონ პაატას, როგორც ჩანს! და კიდევ ერთხელ დაგვტუქსა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ “ალია”, რომ პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თავად ადგენენ რეგულაციებს და მერე თავადვე არღვევენ ამ რეგულაციებს!
კიდევ ერთხელ იტყვის “ალია”, რომ ტურისტული სეზონის გახსნაც თქვენ დაანონსეთ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის დროს და ეს ტურისტებიც თქვენი შემოყვანილია ქვეყანაში – ერთჯერატი დატესტვით გაუშვით სვანეთში ტურისტები, მაშინ, როცა იცით, 2 კვირიანი პერიოდის მერე მჟღავნდება ვირუსი – ხოდა, ვის რას ემართლებით?
კი, აი, შედეგი!
თავის დროზე, რომ სწრაფი ტესტი მასიურად ჩაგეტარებიათ, გეცოდინებოდათ, მოსახლეობის რა პროცენტს აქვს იმუნიტეტი და მეტიც, გააფრთხილებდით ადამიანებს, ეცოდინებოდათ, ვინ მეტად გაფრთხილებული და ვის მეტად მიეცა თავისთვის ნება, ტურისტებთან ურთიერთობის.
ცხელების ცენტრები რომ გააუქმეთ ივნისში, ის ხალხი ხომ ხართ, ბატონებო თქვენ? კოვიდკლინიკები აღარ გვჭირდებაო, რომ განაცხადეთ, ხომ ის ადამიანები ბრძანდებით?
4 500 ადამიანის მკურნალობა შეგვიძლია ერთდროულადო რომ გვითხარით, ისინიც ხომ თქვენ ხართ?
ხოდა, გადაიყვანეთ და მიხედეთ მაგ 17 ადამიანს, გახსენით ცხელების ცენტრები ისევ, გახსენით კოვიდ საავადმყოფოები და ჩაატარეთ მასობრივი ტესტირება.
თორემ, ასეულობით ახალი შემთხვევა ხდება სხვა ქვეყნებში და არაფერი იკეტება, არც არავინ არავის აძახებს, აი, ნახე, ნახე, რა მოგივიდა, რომ არ დამიჯერეო – ნიშნს გვიგებთ, ბატონო პაატა? ამდენი წელია ჩინოვნიკი ხართ და ისევ ვერ ისწავლეთ ხალხთან საუბარი? მეტად როგორ დაგიჯეროთ ხალხმა, როცა ფიცის მიუხედავად კუდით დადიხართ და მაინც უსიტყვოდ ემორჩილებიან რეგულაციებს, გაღატაკდნენ და 200 ლარიანი დახმარების იმედად დარჩნენ!
თქვენ ცხელების ცენტრები გააუქმოთ, კოვიდ საავამდყოფოები დახუროთ, სწრაფი ტესტირება არ ჩაატაროთ, 4500 პაციენტის მისაღებად მზადმყოფებმა 17 და 25 ადამიანს ვერ/არ მიხედოთ, ტურისტები ერთი სწრაფი ტესტით გაუშვათ კურორტებზე და ჩვენზეა კიდევ ახი? – კი, ახია, ნამდვილად, ახია, ბატონო პაატა.
კეთილი ინებეთ და თქვენი დადგენილი რეგულაციები თავადვე შეასრულეთ და მერე წამოგვაძახეთ, თუ რამე დაგრჩებათ წამოსაძახებელი.
და ბოლოს, ბატონო ამირან მიკროფონი ლამის პირში გიდევთ (ფოტო 5) და იმედია, თქვენს მერე არავის გამოუყენებია. იმედია, დამუშავდა მერე მიკროფონი.
და აი, კიდევ ერთი ფოტო, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის დროს გადაღებული, როცა ათი ადამიანის ერთად შეკრებაც კი დასჯადი იყო:
ალია
კომენტარები