მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ დროისთვის სახლში იმყოფება, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
მომღერალს მეგობრები და უცხო ადამიანები საჩუქრებით ამხნევებენ.
მომღერალს ვირუსის სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება და როგორც თავად ამბობს, თავს კარგად გრძნობს.
რაც შეეხება იმას, ვინ მიდის ყოველ დღეს ნოდიკოს სახლთან – რა თქმა უნდა, მშობლები, რომელთა ფოტოსაც ასევე აქვეყნებს.
ნოდიკო ტატიშვილმა კორონავირუსზე შემოწმება ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ის იზოლაციაში.
კომენტარები