კიდევ ერთი პირი, ვინც შაქარაშვილის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კვალზე საუბრობს “პრესა.ჯის” მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძეა:
“ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფოტოგრაფი ნამდვილად არის ერთ-ერთი მაღალჩინის ოჯახის წევრი, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის არის მოქმედი მაღალჩინოსანი, ახლო ნათესავი, ფატობრივად, ოჯახის წევრი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ. რამდენიმე საათი დაველოდები მას, დაწერს თუ არა სოციალურ ქსელში და გაახოვანებს თუ არა ნათესაურ კავშირს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი და გვარი გახდება საჯარო და თუ ეს ადამიანი გაახმოვანებს საკუთარ პოზიციას, კარგი იქნება. ამიტომ არის ამ საქმის გახსნის გასაღები ფოტოგრაფი.
მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და დიდი ალბათობით მოკლეს, ფოტოგრაფმა დარეკა 112-ში და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული, ფაქტობრვად, თავდასხმა, მას შემდეგ რაც მასთან მივიდა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, მან საჯაროდ ინტერვიუში დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო, დეტალურად მოუყვა პოლიციელებს თუ რა მოხდა”
კომენტარები