“ვერ ვიქნებით გამონაკლისი” – ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კითხვას, პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით:
“თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში. კვლევებით, მარტის თვეში 13 პროცენტზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში. შესაბამისად, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რაზეც ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი”. – თქვა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში არიან.
კომენტარები