ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
“მგონი მართლა მარტო საქართველოში არის შესაძლებელი, რომ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული მთავრობის მართული პოლიტიზებული პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო აქციის აქტივისტების დაკავების დღეს მთავარი თემა იყოს ფქვილი – ფქვილი უნდა შეეყარათ თუ არა პოლიციელისთვის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ტყუილ-უბრალოდ დააკავა ოცი ადამიანი.
ფქვილი გაძვირდება სხვათა შორის, პურიც, შესაბამისად, ვინძლო, მალე პოლიციელისთვის შესაყრელად აღარავის ემეტებოდეს.
ისე, ფქვილით ტკივილი არავის ადგება, და დამცირება ზემოთ აღწერილი სამსახური უფროა, ვიდრე ფქვილი, ფქვილს ჩამოიფერთხავ და სირცხვილისა სცადეთ აბა?!”
კომენტარები