სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია რამიშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მკურნალობს, წერს:
,,ვინც არ იცით ამჟამად ვარ საფრანგეთში და ვებრძვი ვერაგ ავადმყოფობას,აქ სამედიცინო სისტემა არის უმაღლეს დონემდე აწყობილი,პაციენტები ძირითადად სახლში იღებენ ყოველნაირ მომსახურებას დათუ კლინიკაში არის რაიმე საჭირო სპეციალური ტაქსები არი გაკითხავს , მიყავხარ გელოდებიან და ისევ მათ მოყავხარ სახლში.
დღეს მიწევდა ნემსის გაკეთება მოვიდა ექთანი გამიკეთა და მეუბნება,ყოჩაღ საქართველოს როგორ ორგანიზებულად და კარგად უმკლავდებით ამ ვირუსს,როგორი ძლიერი და განათლებული ექიმები გყოლიათ ,მე ამ დროს ვარ ძალიან ამაყი და ჩვეული ქართული სიამაყით დავეთანხმე რომ ჩვენ ასეთი კარგები და ჭკვიანი ექიმები გვყავს.ამ დროს პასუხი მაშინ აქ რამ ჩამოგიყვანა და პასუხი ვერ გავეცი მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
ახლა თქვენ ჩემო მთავრობა გამეცით პასუხი რატომ ვარ მე აქ…”
კომენტარები