ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს დიდძალ ქონებას, საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში, ფლობს აქციებს, ობლიგაციებს. ასევე, გასულ წელს მან სესხის პროცენტის სახით 30 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
.
კომენტარები