პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
მახსენდება პირველი პარლამენტი, სადაც გახლდით, იქ იყო საინტერესო ნიუანსი.. ბევრად დემოკრატიული სიტუაცია გახლდათ, შედარება მკრეხელობაა. მაშინ ბენზინი არ იშოვებოდა, როდესაც დგებოდა ბენზინის განაწილების საქმე, სრული გამოცხადება იყო, 235 დეპუტატი გახლდათ ადგილზე, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც წინა დღეებში დასდევდნენ ერთმანეთს ავტომატებით, სრული ჰარმონია ჰქონდა ბენზინის ტალონების განაწილებაზე. ახლაც ასე, სრული ჰარმონიაა როგორ გაინაწილონ ბიუჯეტი. არც ჩვენ გვაწყობდა ის პრივილეგიები, მაგრამ არ გავაკეთეთ, სამშობლო უფრო გვიყვარს.
ვაშაძის ჯგუფები, გირჩი, ელისაშვილის სუსის ბანდა, ინჯიას ჯგუფზე აღარაა საუბარი, მილიარდელები არიან მის ჯგუფში, აუშენებია ცათამბჯენი ინჯიას მოპარული ფულებით, გახარიას ჯგუფი, კარგი ახალგაზრდები ჰყავთ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ივანიშვილისაა. ნაცმოძრაობის 80 პროცენტს არ უნდა გამოსვლა იმ დონეზე, რომ თავისი ბელადი გაწირეს.
ფრიდონ ინჯია ჩვენი წევრი იყო, ჩვენთანაც შემოიარა, ფული მოიპარა და წავიდა. სარჩევნო ფული იყო მასზე მიბარებული, არჩევნები ახლოვდებოდა, გამოგვიცხადა, წავიღე და მივუტანე მთვარობას, იმიტომ რომ მიჭერდნენო, ამ დროს თავისი ფული ჰქონდა 100 მილიონი. ქურდბაცაცაა, ამის შეყვანა პარლამენტში როგორ შეიძლებოდა? დასაჭერია… დამწყვდეული ჰყავდათ ზუგდიდში, სამი დღე აჭამეს “პოვიდლო”, იმის ღირსიც არ იყოს. მერე გამოიხსნეს, თუ რაღაცა…
250 000 მოგვპარა, მაშინ დიდი ფული იყო ჩვენთვის. ეს იყო 2003–2004 წლებში. ეს ცნობილია პარტიაშიც, კი არ დამიმალავს. ასეთი სიბინძურე რომ მოისპობა ქართული პოლიტიკიდან, მერე შედგება ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე.
კომენტარები