მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პენიტენციურის წარმომადგენელი ექსპერტისგან მოითხოვდა, დაეკონკრეტებინა ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად დღეში 2 ბოთლი ალკოჰოლის მიღება ნორმალურია თუ არა. ექსპერტმა კითხვაზე პასუხი გასცა, თუმცა ურთმელიძე ამით არ დაკმაყოფილდა და დაკონკრეტება მოითხოვა. ამას პენიტენციურსა და სააკაშვილის ადვოკატს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რისი განმუხტვაც მოსამართლე გიორგი არევაძემ სცადა და პენიტენციურის წარმომადგენელს ურჩია, რომ შეფასებებისა და დაკონკრეტების მოთხოვნისგან თავი შეეკავებინა.
“შეგიძლიათ ერთმანეთს ესროლოთ კომპლიმენტები.
შეფასებას ნუ გააკეთებთ, მესმის რომ არ ხართ იურისტი, მაგრამ კითხვას რომ სვამთ, პასუხი მიიღებთ როგორსაც მიიღებთ, შეფასება შემდეგ გააკეთეთ”, – უთხრა გიორგი არევაძემ პენიტენციურის წარმომადგენელს.
კომენტარები