მანანა ძიძიშვილი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ბარათაშვილის ქუჩაზე ავტობუსს ველოდებოდი, იქვე, ასფალტზე, იჯდა მამაკაცი, რომელიც ხშირად დიდ ტაძართანაც მინახავს – დახმარებას ითხოვს. როცა კი მივაწოდებ, იქ ჩვეულებრივ იღებს ხოლმე ფულს. დღეს უარით გამომისტუმრა, რატომ -თქო, რომ ვკითხე, არ მინდაო… გამიკვირდა… განზე გავდექი, მერე ისევ მივუბრუნდი და ვეკითხები, მაინც რატომ არ გამომართვი-თქო. ისევ მიპასუხა: არ მინდაო… მერე ცოტა გავისაუბრეთ. ვკითხე: რა გქვია… ხელზე მიჩვენა „ნაკოლკით“ დაწერილი მისი სახელი. „ბნზ-ში“ ვცხოვრობ, ისე რუსთავიდან ვარ, მაგრამ აქ უკვე 20 წელია ვცხოვრობო…. ამ საუბარში ვართ, რომ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მოგვიახლოვდა და მის შვილს, ასე 5-6 წლის გოგონას, რომელსაც ხელში 5-ლარიანი ეჭირა, ეუბნება, მიეციო. ბავშვმა მიაწოდა, არც მას გამოართვა… არადა, დედა-შვილს გულით უნდოდა, რომ აეღო… მოკლედ… არ აიღო. წავიდნენ. ახლა ისევ ვეკითხები, კი მაგრამ, რატომ არ გამოგვართვი, რა ხდება-თქო? და…. დღეს „ვიხადნოი“ მაქვს. გუშინ იმდენი გავაკეთე, რომ დღესაც ვისადილებო…
მგონი, ადამიანობით გვაჯობა, რადგან ჩვენ რაც მეტი გვაქვს, მით მეტი გვინდა…
P.S.რამდენიმე საათის შემდეგ რაღაც ვიყიდე, ისევ მივედი მასთან და გულით ვთხოვე, დაიტოვე-თქო და… დაიტოვა… გამიხარდა…”
კომენტარები