მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩათში რომ ექვსი ქალი ვართ, იცით ხომ ?!
ჰოდა, წეღან ერთმა ჩააგდო ფოტო კურტკა ვიყიდეო 150 ლარად
ელდა მეცა – 150 ლარი რამ მიგაცემინა, 150 ევროიანი კურტკებით აქ მარტო სასტუმროს მეპატრონეები დადიან … ფულიანები ყოფილხართ და მერე აქ არ ააფრიალოთ გაზის და დენის ქვითრები, #ამოზღდეს ბიძინა წარწერებით – მეთქი.
მეორე ქალბატონმა, რომელიც რომ ასევე ევროპაშია და გამოირჩევა პირდაპირობით – ეგეთი კურტკები აქ 20 ევროდ ყრია არაბების ბაზრობებზე, გეთქვა და გამოგიგზავნიდიო.
მესამემ – ეგეთი მეცა მაქვს და სადღაც მიგდია, აღარ ვიცვამო.
ძლივს მიულოცა ექვსიდან ერთმა – მზით გაცვითეო.
( ისე ზამთრის ღუნღულა კურტკა მზით როგორ უნდა გაცვითო ?!
მეხუთე მუშაობს და ჯერ არ დაუწერია არაფერი ….
ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ ერთმანეთს არ ვინდობთ და თქვენ დაგინდობთ, რო რამე ?!
ბოლოს იმან, ვინც კურტკა იყიდა – მოგატყუეთ, 45 ლარი მივეციო”
კომენტარები