ერთ კვირაში ახალი 2021 ანუ თეთრი მეტალის ხარის წელიწადი დადგება.
„როგორ მოვიზიდოთ ფული და იღბალი?“
ასტროლოგები როგორც გვეუბნებიან, შეუპოვარი ხარი შრომისმოყვარე ადამიანებს განსაკუთრებული წყალობით გადახედავს. ასევე ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ თავი უნდა მოვარიდოთ ახალი საქმეების დაწყებას და ძველი საქმეების დასრულებითა და განვითარებით დავკავდეთ, რაშიც დიდ შრომას ჩავდებთ, დაფასებული ქინება თეთრი მეტალის ხარის მიერ.
პირველი გაფრთხილება – ახალი წლის შემოსვლის წინა დღეს რაც შეიძლება ნაკლები იფუსფუსეთ. სჯობს საკვები წინასწარ მოამზადოთ და 31 დეკემბერს ნაკლებად დაკავებულმა გაატაროთ დრო. როგორც ცნობილია, ხარს რუტინა არ უყვარს!
ასევე იყავით გულწრფელი და გახსნილი ახლობლების მიმართ, ამით ხარის კეთილგანწყობას აუცილებლად დაიმსახურებთ.
ფულისა და წარმატების მოსაზიდად, დაალაგეთ სახლი, მოაცილეთ მტვერი, ლაქები და უსუფთაობა. გადაყარეთ ძველი და დაზიანებული ნივთები, სამოსი თუ ჭურჭელი. ამ ქმედებთ თავიდან აირიდებთ უბედურებას და სიღარიბეს.
შუაღამეს გახსენით შამპანური, ჭიქაში კი იღბლიანი მონეტა ჩააგდეთ. სასმელის დალევის შემდეგ, მონეტა ამოიღეთ და საფულეში შეინახეთ. ამ გზით წლის განმავლობაში ფულის მოზიდვას შეძლებთ.
და ყველაზე მთავარი, არ შეხვდეთ ახალ წელს ვალებით და შეუსრულებელი დაპირებებით.
კომენტარები