ფოტო – ტვ პირველი
კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის, რომელმაც განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძე, ჟურნალისტებთან განაცხადა:
“პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”
ადვოკატი ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას საერთოდ არ ელოდება და ჟურნალისტების კითხვას კითხვით პასუხობს:
“თქვენ თვლით თავს დამნაშავედ რამეში?”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები