დავით ფურცხვანიძე თუ დააკავეს, შესაძლოა, შემდეგი მე ვიყო. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
„თქვენგან შევიტყვე დავით ფურცხვანიძის დაკავების შესახებ, არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას პროკურატურა. მე არ მეპარება ფოტოების ავთენტურობაში ეჭვი, თუმცა ვვარაუდობ, რომ ფურცხვანიძის შემდეგ, შესაძლოა შემდეგი დაკავების კანდიდატი მე ვიყო“.
ცნობისთვის, დღეს 25 სექტემბერს სატელიტური ფოტოების გაყალბების ბრალდებით დავით ფურცხვანიძე დააკავეს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები