საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება:
„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება, არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება, დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი.
არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს, საკარანტინო ზონებში განხორციელებული, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება.”
კომენტარები