მე მგონია, რომ პიკი იქნება სექტემბერში და გვექნება 1500-მდე შემთხვევა – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა და უმრავლესობის ყოფილმა წევრმა აკაკი ზოიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ზოიძე ვარაუდობს, საქართველო არსებული პანდემიის ფონზე ვაჯობეთ ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს.
„მე მგონია, რომ ჩვენ პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 და 4000 ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის იქნება ეს პიკი, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას. საბაჟომ, ეპიდემიოლოგებმა, პოლიციამ, ყველა იმ სტრუქტურამ, რომლებიც იმპორტირებული შემთხვევების შეკავებაში იყვნენ ჩართული, თავიანთი როლი შეასრულეს და ორი-სამი კვირიდან ერთ თვემდე მოიგეს.
პირდაპირ გეტყვით, გერმანიასაც ვაჯობეთ, იტალიასაც, საფრანგეთსაც იმით, რომ მოვიგეთ ეს დრო. ახლა ამ მოგებული დროის რაციონალურად გამოყენებაა საჭირო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები