იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი:
“პარლამენტში ვინც მხარს დაუჭერს “ხალხის ძალის” ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების წევრების აგენტებად გამოცხადების შესახებ, საინტერესოა თუ მოეწონებოდათ, მათ და მათი ოჯახის წევრებს რომ აეკრძალოთ ევროკავშირსა და აშშ-ში ვიზიტები?
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ და ევროპის ქვეყნები უდიდეს დახმარებას უწევენ ჩვენს ქვეყანას, უამრავი მიმართულებით. პარლამენტში ამ ინიციატივის დაყენება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მაგიდაზე დევს 12-პუნქტიანი გეგმა ევროკავშირის სტატუსის მისაღებად.
იმისთვის არ მიბრძოლია და მიცხოვრია ამ ქვეყანაში, რომ რუსეთში ამომეყო ბოლოს თავი.
პირადად მე არ შევეგუები აგენტის იარლიყის მოწებებას.
და მართლა არაა ეს სახუმარო თემა, ჩვენი მხრიდან საჭიროებს სერიოზულ რეაგირებას.”
კომენტარები