შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდეული – 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის,თბილისში მოკლული 45 წლამდე კაცი გიორგი ბასიაშვილია, რომელიც “მთავარი არხის” ინფორმაციით წლების განმავლობასი თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა.
ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები დაცვის თანამშრომელმა მიაყენა. ცხედარი მშობლიურ ქალაქს კასპში უკვე გადაასვენეს. მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ.
კომენტარები