შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონით ისჯებოდა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და ეს შეზღუდვა ისევ ძალაშია, რადგან, როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, წელს ათ ადამიანზე გათვლილი ქორწილის გამართვა შეგვეძლება მხოლოდ.
ოჯახის შექმნაზე უკეთესი საქმეა იქნებ ხეების დარგვა, არ ვდაობთ, მაგრამ რატომ არ იყო შესაძლებელი 3 კაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ, დისტანცია დაეცვათ, პირბადე გაეკეთებიათ? 18 ერთად უფრო მხიარულად ვრგავთ ხეებს? – ხოო, ქორწილშიც მაგიტომ არის ხოლმე 10 ადამიანზე მეტი…
რა განცხადებები უძღოდა წინ სკანდალური ფოტოს გადაღებას?
20 მაისი, პაატა იმნაძე:
„ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე ტრანსპორტში… ჩვენ ძალიან ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან.”
21 მაისი, პაატა იმნაძე:
“ჩვენ ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით ხოლმე, რომ უნდა ატაროს ავადმყოფმა ადამიანმა. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელსაც უკეთია პირბადე, მაშინ დაცვა თითქმის 95%-მდე ადის. დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ შევხვდეთ ზაფხულს კორონას ახალი მატებით”
21 მაისი, პრემიერი, გიორგი გახარია
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება.
ეს საჭიროა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. “
22 მაისი, პაატა იმნაძე ბოლნისის 2 სოფელზე საუბრობს:
„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით“
22 მაისი, გიორგი გახარია:
“თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად ორი, ხუთი და შეიძლება გვყავდეს ათი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე”
22 მაისი, პაატა იმნაძე:
“შვედეთის შედარება ხომ არ შეიძლება საქართველოსთან, იმიტომ, რომ განსხვავებულია ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვედების 50% მარტო ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს. ამიტომ აბსოლუტურად შეუდარებელია.
ზოგს ბელორუსიის მოდელი მოწონს, ზოგს შვედეთის მოდელი მოწონს. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი. ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენო.”
22 მაისი, ამირან გამყრელიძე:
“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ათკაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას.”
მოკლედ, ასეა, ჩვენ ვჯარიმდებით, ისინი არა!
ჩვენ ახლობლებსაც არ ვხვდებით და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო მარტოობით – ისინი იკრიბებიან…
ჩვენ ნიღბებით დავდივართ – ისინი არა.
ჩვენ ქალაქში მათი რეკომენდაციის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ სახლში ვსხედვართ და იმ “ერთი ავტობუსი ხალხის” ფოტოებით ვტკბებით, რომლებიც ავტობუსს გვიშლიან…
ჩვენ ქორწილსაც ვერ ავღნიშნავთ ათზე მეტი ადამიანით, ისინი კი – 18 ჭკუის დამრიგებელი და შეზღუდვების რეკომენდაციის გამცემი, ფოტოს იღებენ, დებენ, მერე აქრობენ…
ხვალ ისევ გამოვლენ და გვეტყვიან, როგორი ცუდია ავტობუსი და მეტრო, როგორი კარგია პირბადე, როგორ უნდა დავიცვათ დისტანცია და არ შევიკრიბოთ 10-ზე მეტნი.
პრემიერი გამყრელიძეს ეპიდემიოლოგს ეძახის და მისი რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, გამყრელიძე უარზე, არა ვარ ეპიდემიოლოგი განათლებითო, მაგრამ – არც ერთი განათლება არ სჭირდება იმის ცოდნას, მე რომ კანონს მიდგენ, ის კანონი ჩემს თვალწინ რომ არ უნდა დაარღვიო…
მოკლედ, ქვეყანაში ყველა აქცია იკრძალება, ხეების დარგვის აქციის გარდა…
ასე რომ, თუ აქციის გამართვა მოგინდებათ, ნერგებით და ნიჩბებით ხელში უნდა გახვიდეთ პარლამენტთან! – რამდენნიც არ უნდა იყოთ, არ ისჯება – ა, ბატონო, საბუთი!
ალია
კომენტარები