“ალიას” ესპანეთიდან, მადრიდიდან ემიგრანტი დაუკავშირდა:
“ჩემი მეზობელი იყო ის 24 წლის ახალგაზრდა, მეხუთე ინფიცირებული, სპეციალური ეპიკირებით მოვიდნენ და ისე წაიყვანეს.
დაველოდეთ, როდის წაიყვანდნენ და ახლა გავალთ მაღაზიებში, პროდუქტები უნდა მოვიმარაგოთ. ყველა ერთმანეთს აფრთხილებს.
გუშინ ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, რომ კორონავირუსი ჰქონდა იმ 5 პირს, ჯერ ეჭვი იყო, მიუხედავად ამისა, მე მაგალითად, გუშინვე გამაფრთხილეს, რომ სამსახურში არ მივსულიყავი ცოტა ხანი, ამიტომ სახლში ვარ. რამდენიმემაც იგივე მომწერა.
პირბადეების პრობლემა აქაც არის, მაგრამ დღეს ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ პირბადეებს თავად დაარიგებს.”
კომენტარები