სააკაშვილის პრეტენზიებს გიორგი გაბუნიას მონოლოგზე ეთანხმება ირინა სარიშვილიც და მიხეილ სააკაშვილის პოსტის ქვეშ ასეთ კომენტარს წერს:
„ამ მონოლოგში ყველაზე საყურადღებოა სიტყვები “მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ერთპიროვნულ მმართველად”. თავისთავად ის რომ ერთპიროვნული მმართველობა მიუღებელია, სრულებით გასაგებია. მაგრამ “ვეღარ მოვა” ნიშნავს იმას, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა იყოს მიშას დროს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს რომ ყველა შეცდომის თუ დანაშაულის უკან მიშა დგას და არა ვინმე სხვა კონკრეტული თანამდებობის პირი. ეს კი, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ივანიშვილის, ანუ რუსეთის პიარსტრატეგიაა – დაადანაშაულოს ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი და ამ გზით მოახერხოს მისი იზოლირება საქართველოს პოლიტიკისგან. “
კომენტარები