ენმ-ს წევრი, აკაკი მინაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან “დღის სტუმრის” ეთერში გუშინ გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს ამნისტიის პროექტზე, ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, პრეტენზიები არ ჰქონია, ასევე “დღის სტუმარში” უპასუხა და თქვა:
“მან პირდაპირ მოიტყუა, ძალიან ცალსახად, ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა.
ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც პირველად გამჟღავნდა რა დეტალებზე მიდიოდა საუბარი დანიელსონის ფორმატში, ეს იყო 30 მარტი, მეორე დღესვე, როდესაც მე მქონდა საშუალება მქონოდა კომუნიკაცია მედიასთან, როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა, ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩემი და ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ამნისტიასთან მიმართებაში.
13 აპრილს, ნიკა მელიამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია სასამართლოზე ამნისტიასთან მიმართებაში და თქვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ისტორიის გადაწერაში.
ასევე შიგნით იყო ჩვენი პოზიცია ძალან ცხადი და სალომე სამადაშვილმაც კარგად იცის. სხვათა შორის მან დასვა კითხვა, რომ რას ეხებოდა… ბუნდოვანი იყო ეს საკითხი, სალომემ წამოჭრა, შემდგ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ თუ ამ ამნისტიის ფარგლებში მოხდებოდა იმ ადამიანების გათავისუფლება თანამდებობის პირების, ან პოლიციელების ვინც ძალადობა გამოიყენა, ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ ამნისტიის მხარდაჭერა.
ეს პოზიცია იყო დაფიქსირებული და ყველა პარტნიორმა პარტიამ ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, იცოდა, რომ ნიკა მელას ჰქონდა მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება მისი გამოშვების იმ მეთოდზე, რომელზეც იყო საუბარი მოლაპარაკების პერიდოში და რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგ ამ პარტიებმა.
საუბარი იყო გირაოს გადახდაზე – აქ იყო საჭირო ნიკა მელიას თანხმობა ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი და ამას შემდეგ ებმებოდა ამნისტია და ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ ეს ამნისტია მოიცავდა პოლიციელებს და თანამდებობის პირებს. ეს იყო ჩვენთვის და ნიკა მელიასთვის მიუღებელი და ეს იცოდა ყველამ.”
კომენტარები